“რა პოზიცია ექნება ირაკლი ღარიბაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში, ეს გუნდის გადასაწყვეტია“, – თამაზ მეჭიაური

ურთიერთსაწინააღმდეგო კომეტარები კეთდება ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საპარლამეტნო უმრავლესობაში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, მსგავსი საკითხი არ ყოფილა განხილული.

„ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაო გამოცდილებაც შეიძინა, კვალიფიკაცია აქვს და ის ნორმალურად უძღვება საქმიანობას. თუმცა, როგორ დაჭირდება შემდგომი პარტიული საქმიანობის გაგრძელებას და რა პოზიცია ექნება მას წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ალბათ, მთლიანად გუნდის გადასაწყვეტია,“ – განმარტა თამაზ მეჭიაურმა.

ამ თემაზე ინფორმაცია არ აქვს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.

„რაც შეეხება საფუძველს, მემგონი ბატონი ირაკლი ასე არ ფიქრობს, მან წარმოადგინა სამი წლის ნამუშევარი და არ უთქვამს, რომ რაიმე ვერ შეასრულა,“ – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მე წყალქვეშა სამხედრო ხომალდის მთავარსარდლად მნიშნავენ,”- ზურაბ აბაშიძე
შემდეგი სტატია„დაგროვებული პრობლემების სახელი და გვარი ღარიბაშვილი არ არის“