რა მოთხოვნები აქვთ, საერთოდ, თუ იციან? – დაჩი ცაგურია რკინიგზელთა აქციას ეხმიანება

„რა მოთხოვნები აქვთ, საერთოდ, თუ იციან?“ – ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დაჩი ცაგურია თანამშრომელთა პროტესტს. რკინიგზის დეპარტამენტთან გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები უკვე მეოთხე დღეა, რაც შიმშილობენ.

გურჯაანიდან მარნეულში მათი სამუშაო ადგილის გადატანასა და მგზავრობის ხარჯების დაფარვაზე უარის თქმას აპროტესტებენ. რკინიგზის დეპარტამენტთან გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას მიმართავენ. აქციას კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდა და ადგილზე უკვე 8 ადამიანი შიმშილობს.

ისინი აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობა მათთან მოლაპარაკებას არ ცდილობს და ულტიმატუმის ენით ესაუბრება. შესაბამისად, გაფიცულები უკვე რკინიგზის ხელმძღვანელობის, კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის დირექტორის და ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გადადგომასაც ითხოვენ.

დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის მიერ არის ეს აქცია ორგანიზებული და მოშიმშილეებს შორის რკინიგზის თანამშრომლები აღარ არიან.

„მათი მოთხოვნებიც აბსოლუტურად გაუგებარი და არაადეკვატურია. რა მოთხოვნები აქვთ, საერთოდ, თუ იციან? საქართველოს რკინიგზის მხოლოდ ერთი თანამშრომელი შეძლეს, მათ, რომელიც მათი აქტივისტია, რომ აეყოლიებინათ, 13 ათას 700 კაციდან და დანარჩენები არიან ირაკლი პეტრიაშვილის თანამშრომლები. ანუ ირაკლი პეტრიაშვილმა გამოგზავნა და თავის თანამშრომლებს აშიმშილებს ახლა რკინიგზასთან,“ – აცხადებს დაჩი ცაგურია.

banner
წინა სტატიაში769 აბი „სუბოქსინი“ – ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაკომისიამ შპს „სტერეო+“-ს და შპს „დი+“-ს ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობა მისცა