რა მოხდა აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც გოგი თოფაძე სანადიროდ იყო?!

არავითარი პრობლემა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან არ მქონია,-ამბობს, გოგი თოფაძე გადაცემა ,,პრიორიტეტში” საუბრისას.
მისი თქმით, ნადირობისას აზერბაიჯანის საზღვარს მიუახლოვდნენ და მესაზღვრეებმა შეამოწმეს მისი საბუთები. თოფაძე ამბობს, რომ მესაზღვრეებს ის არ დაუკავებია, მხოლოდ ნანადაირევი და ლიცენზია შეამოწმეს.
გასულ კვირას, თოფაძე გადაცემის სტუმარი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან გადაცემაში მონაწილეობა ვერ მიიღო, გავრცელებული ინფორმაციით მას ნადირობისას აზერბაიჯანელ მესაზღვრებთან პრობლემა შეექმნა. თიოფაძე ამ ფაქტს დღეს უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაშსს: მოხუცზე განხორციელებული ძალადობის საქმე-მუხლი გადაკვალიფიცირდა