რა მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გადაბირებას

რადიო "თავისუფლების" ევროპული ბიურო "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სტატიას უძღვნის„თაიმერის“ რჩევა ჩინოვნიკებს: დღეში სამჯერ კატალაბალახას წვეთები მიიღეთ!

 

ერთი შეხედვით, იმაში უცნაური და გასაოცარი არაფერია, რომ ადამიანი სამსახურს იცვლის. შესაბამისად, არავის უნდა გაკვირვებოდა, რომ დიმა ობოლაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ დატოვა, თუმცა ობოლაძის ამ ნაბიჯს მეტ-ნაკლებად დიდი აჟოტაჟი იმიტომ მოჰყვა, რომ ის მოღვაწეობას, გავრცელებული ინფორმაციით, „იმედზე“ გააგრძელებს, „იმედი“ კი, როგორც ამბობენ, ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია. გამომდინარე აქედან, მედიაკულუარებში გაჩნდა ვერსია, რომ ადამიანი, რომელიც 20 წელზე მეტია, „რუსთავი 2“-ის სახე იყო, ხელისუფლებამ გადაიბირა.

ზოგადად, ობოლაძესთან მიმართებაში „გადაბირება“ შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ „თაიმერს“ ეუბნებიან, რომ „ოცნებამ“ „რუსთავი 2“-ის გავლენიანი ჟურნალისტების თავის ნავში გადაჯდომას 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული ცდილობს.

სხვათა შორის, ობოლაძის შემთხვევაში იმასაც ამბობენ, რომ მას კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს „რუსთავი 2“-ს დამფუძნებელ დავით დვალთან და ამის შესახებ პირად საუბრებშიც აღუნიშნავს, რაც თითქოს ნიკა გვარამიას არ მოსწონებია და ამიტომ, ობოლაძის წასვლა მაინცდამაინც არ განუცდია, თუმცა ეს პირადი ურთერთობებია, რომელსაც ჩვენ ვერ განვსჯით და განვიხილავთ.

„რუსთავი 2“-თან მიმართებაში ის უფრო საინტერესოა, რა გზებით და მეთოდებით ცდილობდა და ცდილობს მმართველი ელიტა ტელესახეების „დავერბოვკებას“.

„არ ვიცი, ამ თემაზე თავად ჟურნალისტები რატომ არ ლაპარაკობენ, მაგრამ ყური მაქვს მოკრული, რომ ე.წ. ფეისებზე მუშაობა „ოცნების“ სტაფმა ჯერ კდიევ ხუთი წლის წინ დაიწყო. მაშინ იმაზე კი არ იყო ლაპარაკი, რომ რომელიმე ჟურნალისტი სხვა არხზე გადასულიყო, არამედ, ამ ადამიანებს ისეთ სარფიან წინადადებებს სთავაზობდნენ, რომ პირადად მე, ალბათ, ცდუნებას ვერ გავუძლებდი,“ – უყვება „თაიმერს“ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ჟურნალისტი არ არის, მაგრამ ამ სფეროსთან არაპირდაპირი შეხება აქვს.

ჩვენი წყაროს მონაცემების მიხედვით, იყო შემთხვევები, როცა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს არათუ ნაღდი ფული, არამედ, სერიოზულ ბიზნესში სოლიდური წილებიც შესათავაზეს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე ტელევიზიის არც ერთი თანამშრომელი არ წასულა, რაც „ოცნების“ სტაფს, თურმე, ძალიან გაუკვირდა.

„ეს ამბები მაშინ ხდებოდა, სანამ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავდა. ჩემი ვარაუდით, გეგმა „ა“ ზუსტად ის იყო, რომ ჟურნალისტები გადაებირებინათ და ტელევიზია ამით დაესუსტებინათ, მაგრამ ეს რომ არ გამოუვიდათ, გეგმა „ბ“ აამუშავეს და წინა პლანზე ხალვაში გამოუშვეს, თუმცა ხომ ხედავთ, მიზნის მიღწევა ჯერჯერობით ვერც ამ გეგმა „ბ“-თი ხდება,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ვარაუდის დონეზე იმასაც უშვებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“-ზე ხელისუფლების კონტროლი დამყარდება, მერე უკვე შეიძლება, ინტერნეტმედიის გაკონტროლების ეტაპი დაიწყოს.

„ახლა, სიმართლე რომ ვთქვათ, ინტერნეტმედია, მხედველობაში სააგენტოები და პორტალები მაქვს, მეტ-ნაკლებად კონტროლდება. ზოგადად, ნებისმიერი მედიასაშაულების არსებობისთვის ფინანსებია საჭირო. საქართველო, ჩემზე კარგად იცით, დიდი ქვეყანა არ არის და არც იმდენი წარმატებული ბიზნესმენი არსებობს, რომ სოკოებივით მომარვალებულ ყველა მედიასაშაულებაში რეკლამა მიიტანოს. არადა, რეკლამა მედიას ისე სჭირდება როგორც თევზს – წყალი. ამიტომ, სააგენტოები, როგორც წესი, ცდილობენ, კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან დაამყარონ, რაშიც აკრძალული არაფერია, მაგრამ ახლა რასაც გეტყვით, შეიძლება, გაგეცინოთ, მაგრამ დამერწმუნეთ, იგივე თქვენი სააგენტო, ანუ „თაიმერი“, მაგალითად, სამეგრელოს გუბერნიაში შავ სიაშია შეტანილი. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, მხარის გუბერნატორმა, შონიამ რაიონის გამგებლებს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ „თაიმერი“ არათუ გამოიწერონ, არამედ, ამ სააგენტოს ვებგვერდზე შესვლაც არ გაბედონ.

საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

ფინანსური არხები უნდა გადავუკეტოთ და მაგ „თაიმერს“ ჭკუა უნდა ვასწავლოთო, უთხრა ერთ-ერთ არაოფიციალურ თათბირზე შონიამ ხელქვეითებს,“ – გვეუბნება ჩვენი წყარო და დასძენს, რომ სამაგიეროდ, მწვანე შუქი რამდენიმე ინტერნეტგამოცემას აქვს ანთებული.

„თაიმერი“ კოლეგების შემოსავლებით არ იტერესდება – ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს და ხვავი და ბარაქა არ მოაკლოს, მაგრამ თუ ჩვენი წყარო მართალია და შონიამ მსგავსი დირექტივა რეალურად გასცა, აი, ამ მხრივ კი გუბერნატორს ნამდვილად ვერ დავამშვიდებთ, რადგან შონია დღეს არის, ხვალ კი, დიდი ალბათობით, აღარ იქნება და მისი არსებობაც შარშანდელი თოვლივით აღარავის ემახსოვრება!

რაც შეეხება „თაიმერს“, მარტო შონია კი არა, სხვა ჩინოვნიკები, ასევე, ზოგიერთი იპოზიციონერიც შეგვიძლია, დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი სააგენტო მანამდე იარსებებს, სანამ საქართველოში გადასარგავი ხეები არ გამოილევა! ხეებს კი რა გამოლევს, როცა იგივე ნარმანია გვპირდება, რომ მერობის ვადის ამოწურვამდე მარტო თბილისში მილიონი ხე უნდა დარგოს!

ასე რომ, ბატონებო, გული თუ ცუდად გიხდებათ „თაიემრის“ გაგონებაზე, ერთ მარტივ რჩევას მოგცემთ:

დღეში სამჯერ, ანუ დილით, შუადღეს და საღამოს კატაბალახას წვეთები მიიღეთ – ამბობენ, ნერვებს ამშვიდებსო!

და ზოგადად, გირჩევთ, მედიასთან ბრძოლას თავი დაანებოთ. შეიძლება ცალკეული ჟურნალისტები შეაშინოთ, ან „დაავერბოვკოთ“, მაგრამ მთლიანი მედიის გაკონტროლება „ნაციონალებმაც“ ვერ მოახერხეს, რომლებიც ხალხს ღია და ფარულად ატერორებდნენ. ამიტომ, მედიაკონტროლზე ხელი აიღეთ და საქმეს მიხედეთ, საქმეს!

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით,

„თაიმერის“ შემოქმედებითი ჯგუფი

banner
წინა სტატიაშიახალაბასთუმანში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაბერა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს