რა ხდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ემბარგოს შემდეგ

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stationsსაქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების აკრძალვამ, დროებით გამშვები პუნქტ “რაზდახანიდან” სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, პროდუქტების დეფიციტი და მასზე ფასების გაზრდა გამოიწვია. საქართველომ სანქციები 24 თებერვალს დააწესა, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო.
“ეხო კავკაზა” ლენინგორის მკვიდრს თამარა მეარაკიშვილს ესაუბრა. ადგილობრივის თქმით, მაღაზიები ჯერაც შემორჩენილ პროდუქტებს ყიდიან, თუმცა მალეფუჭები პამიდორი, კიტრი, მწვანილი უკვე ცხინვალიდან შემოდის, სადაც, ასევე გაზრდილია ფასები. თამარა მეარაკიშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმწოდებლები, ისევ იგივენი არიან, უბრალოდ, ახლა მათ პროდუქტები ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალში შეაქვთ, რაც თვითღირებულებას ზრდის, და რაც შემდეგ, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის პროდუქტს სიძვირის გამო მიუწვდომელს ხდის.

ამავე დროს, ოფიციალურ თბილისს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის არ აუკრძალავს პირადი მოხმარებისთვის ხილ-ბოსტნეულის ყიდვა და გადატანა, თუმცა, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, მესაზღვრემ გადაწყვიტოს, რომ პროდუქტი კომერციული მიზნით მიდის დე-ფაქტო რესპუბლიკაში და დროებით საზღვარზე არ გაატანინოს -წერს  “ეხო კავკაზა” . როგორც სტატიაშია აღნიშნული, ხილ-ბოსტნეულის ფასი ზოგ შემთხვევაში ორჯერ არის გაზრდილი.

ტექსტში გამოყენებულია თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოქმედი ტოპონიმები

banner
წინა სტატიაშისურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილმა შესაძლებლობა მისცა რუსეთს, საკუთარი თავის დისტანცირება გააკეთოს ოკუპაციის თემისგან – სამადაშვილი