რა გარემოებებმა აიძულა, შსს-ს მინისტრი ბოდიშის მოხდისაკენ?

გახარიას ბოდიში იყო შსს-ს და სუს-ის დაპირისპირების შედეგი, ეს ბრძოლა სუსმა მოიგო
რა გარემოებებმა აიძულა, შსს-ს მინისტრი ბოდიშის მოხდისაკენ?
ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ ქრონოლოგიურად დავაკვირდებით, ნათლად ჩანს ორ უწყებას შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაპირისპირება:
-ბათუმში განვითარებული აქციები სადაც საპროტესტო ტალღა სუს-ის მიერ იყო აგორებული, შსს დისკრედიტაციის მიზნით.
-აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება თბილისიდან, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური პოლიციის ფორმაში “გადაცმული”სუს-ის თანამშრომლები.
გასული წლის ნოემბრის თვეში ჩატარებული სპეცოპერაცია აჰმედ ჩატაევის წინააღმდეგ რომელიც შსს დაიწყო, გახდა ღია და დაუფარავი დაპირისპირების მიზეზი ამ ორ უწყებათა შორის. ტერორისტების ჯგუფი რომლის არსებობის შესახებ იცოდა სუს-მა და რა თქმა უნდა მათი ხელშეწყობით ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათაც არ დააყოვნეს და სამაგიეროს გადახდის მიზნით წამოიწყეს ხმაურიანი სპეცოპერაცია რამაც განსაკუთრებით გააღიზიანა სუს-ის ხელმძღვანელობა და ჩასაფრებულის პოზიციიდან ელოდებოდა ნებისმიერ მოვლენას, რაც გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის ბოდიშის მოხდით დამთავრდა. რა თქმა უნდა ისმის შეკითხვა რატომ? რამ უბიძგა შსს-ს მინისტრს ბოდიშის მოსახდელად?
ყველასათვის ცნობილია რომ “ქართული მარში” არის ორგანიზაცია რომელიც დირექტივებს და დავალებებს იღებს სუს-ის ხელმძღვანელობისგან, სწორედ გუშინ მათი კონტრ აქცია იყო დაგეგმილი სიტუაციის ესკალაციისათვის რაც გამოიწვევდა არეულობებს და ძალადობას, ძნელი წარმოსადგენი არ არის რა მასშტაბებს მიიღებდა ეს დაპირისპირება და ერთადერთი სტრუქტურა რომლის ისედაც ნდობა დაკარგული იმიჯი შეილახებოდა იყო შსს. ისინი ფაქტიურად იდგნენ ორ ცეცხლს შორის და მათ მიერ რომელიმე დაპირისპირებული მხარის აქციის დარბევა იქნებოდა უფრო დიდი საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობას განაპირობებდა. ამიტომაც სუს-მა განვითარებული მოვლენების მართვა ხელში აიღო და შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაუტოვა სხვა გამოსავალი რამაც მას საჯარო ბოდიშის მოხდისაკენ უბიძგა.
ფაქტია რომ გუშინდელი ბრძოლა სუს-მა შსს-ს მოუგო.
საზოგადოებრივი აზრი რომ, შსს-ს მინისტრმა შესძლო ამ ბოდიშით სიტუაციის განმუხტვა ნამდვილად არის მცდარი, მან ამ ბოდიშით შეინარჩუნა თავისი სავარძელი და ის უახლოეს პერიოდში შეეცდება სამაგიერო გადაუხადოს სუს-ის ხელმძღვანელობას.
ბევრად მართებული იქნებოდა მას აეღო პოლიტიკუტი პასუხისმგებლობა და წასულიყო თანამდებობიდან და ამ ქმედებით განემუხტა სიტუაცია ვინემ ის სამარცხვინო ბოდიში რომელიც მან მოიხადა.

დავით მაყიშვილი

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ ასახვას მოითხოვს