რა გამონათქვამები ითვლება მოსამართლის შეურაცხყოფად – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განცხადება მიიღო

იუსტიციის საბჭოში ახალ ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც მომსამართლეების შეურაცხოფისთვის სანქციების დაკისრებას გულისხმობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის განმარტებით ინიციატივის მიზანი, მოსამართლეების საზოგადოებრივი კრიტიკისგან დაცვაა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აცხადებენ, მათი განცხადების ადრესატები არიან არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, დიპლომატიური კორპუსი და საზოგადოება. საბჭოს წევრებს სურთ საზოგადოების ჩართულობით მოხდეს განსაზღვრება თუ სად მთავრდება მოსამართლის კრიტიკა და სად იწყება შეურაცხყოფა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას თან ახლავს იმ გამონათქვამების ჩამონათვალი, რომლებსაც საბჭოს წევრები განსაკუთრებულად მიუღებლად მიიჩნევენ. ესენია ზონდერ- მოსამართლე“, „დაქირავებული ზონდერი“; „მანქურთი“, „მანტიაში გახვეული მანქურთი, მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო, გაყიდული მონა, ჯიბის მოსამართლე, დავალების შემსრულებელი, ქვეყნისათვის თავისმომჭრელი, მოსამართლეების მოხსენიება „ბრბოდ“ და სხვა. ამასთანავე საბჭოს მიუღებლად მიაჩნია მოსამართლისათვის უვიცობის დაბრალება, მისი პიროვნული და პროფესიული შეურაცხყოფა და გამონათქვამები მთელი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, მათ შორის ცრუ ფაქტებისა და დაუსაბუთებელი „შეფასებების“ გავრცელება, რომლებიც იწვევს სასამართლოს დისკრედიტაციას ხალხის თვალში.

banner
წინა სტატიაშისომხეთში აზერბაიჯანული ვაშლის განადგურების ბრძანება გასცეს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის