რა გახდა 70 წლის მამაკაცის ქუჩაში გარდაცვალების მიზეზი – შსს-ს განმარტება

მეტროსადგურ „დელისთან“ მამაკაცის გარდაცვალებას ოჯახი გულის პრობლემებს უკავშირებს. დამატებით ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში 14:00 სთ-ზე შეტყობინება შევიდა. ინიციატორის ინფორმაციით, მეტროსადგურ დელისთან, მიწისქვეშა გადასასვლელთან, ხანდაზმული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდა, 1949 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. სამართალდამცველებმა ადგილზე წინასაგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და გარდაცვლილის ოჯახს ინფორმაცია მიაწოდეს. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის მეუღლე და შვილი მივიდნენ. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და მის გარდაცვალებას ამას უკავშირებენ. ვინაიდან ოჯახს პრეტენზია არ გააჩნდა და ექსპერტიზაზეც უარს აცხადებენ, გამოძიება არ დაწყებულა“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, 70 წლის მამაკაცი მეტროსადგურ „დელისთან“ გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

banner
წინა სტატიაშინოე რამიშვილის შვილიშვილი იუსტიციის სამინისტროს ეწვია
შემდეგი სტატიადელისის მეტროსთან გარდაცვლილი ადამიანი უსახლკარო არ ყოფილა და სიკვდილის მიზეზი ყინვა არ გამხდარა