რა დავალება მისცა „ოცნებამ“ „გირჩს“ – ვერსია, რომელზეც კულუარებში ლაპარაკობენ

რა დავალება მისცა „ოცნებამ“ „გირჩს“ - ვერსია, რომელზეც კულუარებში ლაპარაკობენ

ნადირობა „ენჯეოშნიკებზე“

რა დავალება მისცა „ოცნებამ“ „გირჩს“ – ვერსია, რომელზეც კულუარებში ლაპარაკობენ

girchi

 

წინასაარჩევნო პეროდი ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ქართულმა პოლიტკურმა სპექტრმა 2016 წლის არჩევნებისთვის მზადება ახლა კი არა, ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამას „თაიმერის“ ინფორმატორის მიერ მოწოდებული ერთ ინფორმაციაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კამპანია განხსნილად „გირჩის“ შექმნით გამოცხადდა.

„ამ საკითხზე თავის დროზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ახლა ერთ დეტალს გეტყვით, რომლის თაობაზეც, როგორც მე ვიცი, ყურადღება არავის გაუმახვილებია“, – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენმა ინფორმატორმა, რომელმაც ვიდრე მთავარ სათქმელამდე მივიდოდა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი ადამიანის წამოსვლის, ანუ „გირჩის“ შექმნის პრეისტორია გაიხსენა.

როგორც თავის დროზე ითქვა, „გირჩი“, რომლის „გამწევ ძალასაც“ ექსნაციონალები – გოგა ხაჩიძე და ზურაბ ჯაფარიძე, ასევე, პალიკო კუბლაშვილის წარმოადგენენ (აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ბოლო დროს აქტიურობით აღარ გამოირჩევა), ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით შეიქმნა, ანუ მაშინ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ოთხეულმა ფული თითქოს ყოფილი პრემიერისგან აიღო. დღემდე არავის უარყვია, რომ ეს მოარული ხმები ტყუილია. ასევე, არავის აუხსნია, რა მიზნით და მოტივით შეიქმნა ახალი პოლიტიკური ორგზანიცია.

„ჩემი „კნალებით“ მაქვს გარკვეული ინფორმაცია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ზუსტად ასე იყო. ამის მიუხედავად, გეტყვით და თქვენ გადაწყვიტეთ, მისი გასაჯაროება ღირს თუ არა. საქმე იმაშია, რომ „ოცნებას“, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, „ოცნების“ „სტაფს“, მხედველობაში მაქვს ივანიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ყველაზე ძალიან ის არ მოსწონს, რომ არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურობს. ჰოდა, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ ეს „ენჯეოშნიკები“, განსაკუთრებით, ეკა გიგაური და ნინო ლომჟარია გაენეიტრალებინათ. შეიძლება, სხვადასხვა სცენარი განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყდა, შექმნილიყო ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც „ოცნებასთან“ არ იქნებოდა ასოცირებული და რომლის მიმართაც არასამთავრობო სექტორსაც არ ექნებოდა კითხვები. ამ ახალი ორგანიზაციის ერთადერთი მისია ის გახლდათ, რომ ხმაურიანი სამოქალაქო სექტორის წარომადგენლები როგორმე გაეჩუმებინა“, – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრს დროს ჩვენი წყარო.

„თაიმერი“, რა თქმა უნდა, დაინტერესდა და დასვა კითხვა, რას ნიშნავს გაჩუმება, რაზეც წყაროსგან ასეთი ვერსია მოისმინა:

„გაჩუმება სხვანაირად არ გაიგოთ. ზოგადად, აპრობირებული პოლიტტექნოლოგიაა, როცა დაპირისპირებულ მხარეს რამე საინტერესოს სთავაზობენ და ამით ანეიტრალებენ. ამ შემთხვავაშიც, როგორც მე მითხრეს, სწორედ ეს მეთოდი ამუშავდა, ანუ არასამთავრობო ორგანიზაცების წარმოამდგენლებს „გირჩმა“ შესთავაზა, რომ სამოქლაქო სექტორიდან პოლიტიკურ არენაზე გადასულიყვნენ. უფრო რომ დავაკონკრეტო, „ენჯეოების“ ლიდერებს შესთავაზეს, რომ პარტიული სიის პირველ ათეულწში მიიღებდნენ ადგილებს, ოღონდ სამოქალაქო აქტიურობაზე მაშინვე უარი უნდა ეთქვათ. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ როგორც ყური მოვკარი, ქალბატონები ამ შეთავაზებას თავიდან დასთანხმდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში, როცა ამის თაობაზე საჯარო განცხადება უნდა გაკეთებულიყო, პოლიტიკაში წასვლა გადაიფიქრეს.“

ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ გარკვეული მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან მიმდინარეობს, თუმცა არ იცის, ეს მოლაპარაება რა შედეგით დამთავრდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ წარსულში ცნობილი „ენჯეოშნიკი“ თამარ ჩუგოშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდი სახელმწიფო სამსახურშიც მოღავწეობდა, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს შეხვდა და, როგორც მაშინ ჟურნალისტურ წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, ეს კონსულტაცია არჩევნებს უკავშირდებოდა, ანუ კულუარებში ამბობენ, რომ ჩუგოშვილი, დიდი ალბათობით, „ოცნების“ საარჩევნო სიის ხუთეულში იქნება.

„თაიმერის“ ინფრომატორი სხვა „ენჯეოშნიკების“ გვარებს არ აკონკრეტებს და გვირჩევს, რომ მოვლენებს დავაკვირდეთ და ყველაფერს თავად მივხვდებით. ზოგადად, არასამთვრობო სექტორიდან პოლიტიკაში გადასვლა აპრობირებული მეთოდია. თავდაცვის დღევანდელი მინისტრიც, თინა ხიდაშელი სანამ პოლიტკოსი გახდებოდა, არაამთავრობო სექტორში იყო – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობდა. სხვა შემთხვევებიც შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ ამაზე საუაბრი შორს წაგვიყვანს, თან ანალოგიებს აზრიც არ აქვს, რადგან არჩევნებამდე 7 თევა დარჩენილი და, ყველა ლოგიკით, ზაფხულის დასაწყისში ცნობილი იქნება, ვინ ვისთან არის შეკრული და ვინ ვისგან იყრის კენჭს.

სხვათა შორის, უახლეს ქართულ რეალობას ისიც ახსოვს, როცა პოლიტიკიდან ადამიანები არასამთავრობო სექტორში წავიდნენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ შექმნა და განაცხადა, რომ მთავრობას მესამე სექტორიდან გააკონტროლებდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: “ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის