რა ცვლილებებს გეგმავს მამუკა ბახტაძე ფინანსთა უწყებაში – მინისტრობის კანდიდატის პირველი კომენტარი

ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი მამუკა ბახტაძის თქმით, მისი პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში ფინანსთა უწყებას აქტიური კომუნიაკაცია ექნება ბიზნესთან და განსაკუთრებულ პრიორიტეტს საშუალო და მცირე ბიზნესთან ურთიერთობას მიანიჭებს. ბახტაძის თქმით რეფორმების გატარება სწორედ ბიზნესთან კონსულტაციით მოხდება. მინისტრობის კანდიდატის თქმით, დიდი პრიორიტეტი მიენიჭება მართვის ავტორიზებული სისტემების დანერგვასაც.
„ამ კუთხით დიდი ნაბიჯებია გადადგმული და ეს აუცილებლად გაგრძელდება“- აღნიშნა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, მასშტაბური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, რადგან ფინანსთა სამინისტრო არსებული შემადგენლობით წარმატებული უწყებაა.

„მე ვფიქრობ რომ ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება, შესაბამისად ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბური საკადრო ცვლილებაზე საუბარი არაა.“- განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძემ თავის ყოფილ სამსახურზეც ისაუბრა და საქართველოს რკინიგზის წარმატებულ მუშაობასაც გაუსვა ხაზი , მისი თქმით საქართველოს რკინიგზას ბოლო წლებში საუკეთესო შედეგები აქვს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძისა და მიხეილ ჩხენკელის მინისტრებად დანიშვნას დღეს მოაწერს ხელს
შემდეგი სტატიარა იქნება განათლების ახალი მინისტრის მთავარი პრიორიტეტი – მიხეილ ჩხენკელის პირველი კომენტარი