რა ჩაიდინა სტამბულში გენკონსულობისას ზვიად კვაჭანტირაძემ და რას მალავს დღემდე?

რა ჩაიდინა სტამბულში გენკონსულობისას ზვიად კვაჭანტირაძემ და რას მალავს დღემდე?

ქარ„ქართული გაზეთი“ კონფიდენციალურ წყაროებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე დაყრდნობით, იმ დღემდე გაუხმაურებელ სკანდალს ახმაურებს, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე გაეხვა, როდესაც იგი საქართველოს გენერალური კონსული იყო სტამბულში.
კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ზვიად კვაჭანტირაძემ გენკონსულობის ბოლო წელს, გენერალური საკონსულოსთვის, სახელმწიფოს ხარჯზე, გამოიყვანა სრულიად ახალი „მინივენი“. ნასვამი მიუჯდა დაუზღვეველი ავტომობილის საჭეს და შეეჯახა ბოძს. ავტომობილი ისე დაიმტვრა, მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. წყაროს ინფორმაციით, გენერალურმა კონსულმა დალეწილი მანქანა გადამალა, არ აცნობა საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს და ეს ფაქტი, მხოლოდ ახალი გეგნკონსულის ჩასვლისა და ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო მოკვლევა და დაადასტურა კვაჭანტირაძის მიერ სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის ფაქტი. კვაჭანტირაძეს მიეცა გარკვეული ვადა ზიანის ასანაზღაურებლად. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, საგარეო უწყება იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.
სასამართლომ კვაჭანტირაძეს 80 ათასი ლარის ანაზღაურება დააკისრა საგარეო საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, მაგრამ მან არც ამჯერად აანაზღაურა მიყენებული ზიანი.

ქაერტი
ეს რომ ასეა, დასტურდება „ქართული გაზეთის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტითაც, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 7 ოქტომბერს გამოტანილი განჩინებიდან. ამ განჩინებით სასამართლომ დაამტკიცა მორიგება მოსარჩელეს – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოპასუხე ზვიად კვაჭანტირაძეს შორის. ზვიად კვაჭანტირაძეს დაეკისრა 24 თვის ვადაში 16 500 დოლარის გადახდა სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბსანძის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი:”ყველანი მიყვარხართ! ახალ წელს გილოცავთ! “