რა არის ცნობილი პატარკაციშვილის და ბერეზოვსკის მეგობრის სიკვდილზე

რუსული “აეროფლოტის” ტოპ-მენეჯერი, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის მეგობარი, ბიზნესმენი ნიკალაი გლუშკოვი დღეს ბრიტანეთში გარდაცვლილი იპოვეს. ლონდონის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. მედიამ კი გაავრცელა, რომ გლუშკოვს კისერზე დახრჩობის ნიშნები აქვს. გლუშკოვის ნაცნობები ამბობენ, რომ მას თავი არ ჩამოუხრჩვია.

68 წლის გლუშკოვის სიკვდილზე თავდაპირველად ბიზნესმენმა დემიან კუდრიავცევმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, კუდრიავცევის ოჯახი მართავს საგამომცემლო სახლს, რომელიც ოდესღაც გარდაცვლილ ოლიგარქს ეკუთვნოდა.
გლუშკოვის ადვოკატმა დაადასტურა ბიზნესმენის გარდაცვალება: “ვადასტურებ, რომ გლუშკოვი გარდაიცვალა. როდის – შეიძლება, რამენიმე დღის წინ, შესაძლოა ადრეც, არ ვიცი. ცნობილი არ არის გარდაცვალების გარემოებები და მიზეზი” – განაცხადა ადვოკატმა.

გლუშკოვის ცხედარი ლონდონის შემოგარენში მისი ქალიშვილის სახლშია ნაპოვნი. მის კისერზე ნაპოვნია ძალადობის ნიშნები, მაგრამ ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, გამოძიება დაადგენს.
2013 წელს ბორის ბერეზოვსკიც 2013 წელს ლონდონის შემოგარენში საკუთარ სახლში ჩამომხვრჩალი იპოვეს.
2008 წელს, ასევე, ლონდონში სრულიად ჯანმრთელი ბადრი პატარკაციშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.
მანამდე, 2006 წელს კი რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ლიტვინენკო მოწამვლით მოკლეს – ლიტვინენკო ბერეზოვსკის და გლუშკოვის მეგობარი იყო.

ბიზნესმენის გარდაცვალების საქმეს, ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს. ამასთანავე, პოლიციის განცხადებით, 4 მარტს ბრიტანეთში რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა და გლუშკოვის საქმე ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ივეტ კუპერმა შს მინისტრს მიმართა ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოს დაავალოს 14 სიკვდილის გამოძიება, რომელიც ბრიტანეთის პოლიციას საეჭვოდ არ ჩაუთვლია, მაგრამ აშშ თვლის, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს უკავშირდება.
გარდაცვლილთაგან უმეტესობა ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის ან რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს ახლობლები იყვნენ.

მიმართვაში 14 დასახელებულ სახელს შორის ნახსენებია ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც 2008 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა.
“ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვიული ბორის ბერეზოვსკის უახლოესი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო. 2001 წლამდე მას რუსეთში ჰქონდა ბიზნესი, 1995-2001 წლებში რუსულ არხებზე ОРТ და ТВ-6 ხელმძღვანელ თანამდებობეზე იყო. 2001 წლის ივნისში რუსეთის გენპროკურატურამ პატარკაციშვილი და მისი ორგანიზაცია “აეროფლოტის” გენერალური დირექტორის ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევაში დაადანაშაულა. პატარკაციშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს – ამ დროს ის უკვე საქართველოში იყო, რუსეთი საქართველოსგან მის გადაცემას მოითხოვდა. 2008 წლის იანვარში ბიზნესმენი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, სადაც მესამე ადგილზე გავიდა. იმავე წლის თებერვალში გულის შეტევით საკუთარ სახლში, ლონდონში გარდაიცვალა” – რამდენიმე დღის წინ წერდა “ბიბისი” ბადრი პატარკაციშვილზე.

გარდაცვლილი გახლავთ ნიკლაი გლუშკოვი, რომელიც რუსი ოლიგარქისა და პუტინის მოწინააღმდეგის, ლონდონში 2013 წელს გარდაცვლილი ბორის ბერეზოვსკის თანაშემწე იყო. გლუშკოვი რუსეთში 1999 წელს დააპატიმრეს და 2004 წელს სასამართლომ მას ,,აეროფლოტიდან,, 7 მილიონი დოლარის მითვისების გამო 3 წლით და 3 თვით ციხე მიუსაჯა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ციხეში გატარებული ვადის გამო, ის მაშინ გაათავისუფლეს. 2010 წელს კი, გლუშკოვს ბრიტანეთმა თავშესაფარი მისცა. 2015 წელს გლუშკოვის მიმართ რუსეთმა ახალი ფინანსური ბრალდბები წამოაყენა და მისი ექსტრადაციც კი მოხდებოდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა საქმეში დროულად არ ჩარეულიყო. 2017 წელს – ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ, გლუშკოვი იმ ადამიანთა სიაში შეიყვანაა, რომლებიც რუსეთის მხრიდან იძებნებიან და რომელთა გადმოცემაზეც ბრიტანეთის ხელისუფლება უარს აცხადებდა.
გამოცემა, ლონდონის პოლიციის სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია ბერეზოვსკის თანაშემწის გარდაცვალების მიზეზები… ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, თუმცა, პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ეს ისეთივე ტერორისტული აქტი იყოს, როგორიც რუსეთის ექსჯაშუშის სკრიპალის წინააღმდეგ რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიალონდონი მოსკოვის მიმართ ულტიმატუმს ძალაში ტოვებს