R2-ის იურისტების სტრასბურგში გამგზავრებას ღია საზოგადოება – საქართველო დააფინანსებს

„ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ხუციშვილის განცხადებით რუსთავი 2-ის იურისტების სტრასბურგში გამგზავრების ხარჯებს დაფარავს, ამის შესახებ ხუციშვილმა „რუსთავი2-ის საქმეზე“ საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ცინიზმია ის ფაქტი რაც ვიზალიბერალიზაციიდან 2 დღეში მოხდა რუსთავი2-თან მიმართებში:
„ცინიზმია, რომ ვიზის ლიბერალიზაცაზე ხელის მოწერიდან 2 დღეში ვიღებთ ასეთ ფაქტს მთავრობისგან დამოუკიდბეელ მედიასთან მიმართებით. ის ფაქტი, რომ ასე ადვილად მოხდა გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთი მედიის საკუთრებაზე, შემაშფოთებელია. სამოქალაქო საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც ძალიან დიდი ენერგია ჩადეთ იმაში, რომ ქვეყანას მიეღო ვიზის ლიბერალიზაცია. უკვე ცინიზმია ის, რომ ვიზის ლიბერალიზაცაზე ხელის მოწერიდან 2 დღეში ვიღებთ ასეთ ფაქტს მთავრობისგან დამოუკიდბეელ მედიასთან მიმართებით. მესმის, რომ ქიბარ ხალვაში იყო უსამართლობის მსხვერპლი, მაგრამ იქამდე, ის სამწუხაროდ ასევე იყო უსამართლობის მონაწილე. თუკი მას ჩამოართვეს ამორალურად ქონება, ისიც იყო მონაწილე სხვისთვის ქონების ამორალურად ჩამორთმევის. ახლა, დროა, ეს პროცესი გაჩერდეს. ის დღეს უკვე არ არის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ის უკვე არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მგონი, მას არ ესმის ის მძიმე პასუხისმგებლობა, რომელიც მან თავის თავზე აიღო“- განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი: გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს პოლიტიკური სივრცის პოლარიზებას
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რომ ის მხარს არ უჭერს კრიტიკული მედიის ჩახშობას”- აბესაძე