ქვემო ქართლისა და სამეგრელოს შემდეგ ეროვნული არქივი იმერეთში აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა. წულუკიანი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას.

ახალ საცავებში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების 900 000-მდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. არქივის ახალ შენობაში იქნება საგამოფენო სივრცე და მკვლევართა დარბაზი.

მინისტრის განცხადებით, ქვემო ქართლის და სამეგრელოს შემდეგ ეროვნული არქივი იმერეთში აშენდება, სადაც შეინახება იმერეთის დოკუმენტური მეხსიერება. არქივის მშენებლობა მომავალი წლისთვის დასრულდება.

ქუთაისის ცენტრალური არქივი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შენდება. მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. მისი საერთო ფართი 4030კვ მეტრია.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომების გაცდენის მაჩვენებელი , 2015 წლის მდგომარეობით გაზრდილია
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : “ყველანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის ნიმუში”