ქვემო ფონიჭალასთან ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

რუსთავი-თბილისის გზაზე, ქვემო ფონიჭალასთან ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა.

შეჯახებამ აღნიშნულ მონაკვეთზე საცობი გამოიწვია და გზა მცირე ხნით გადაიკეტა. გზის გახსნას პატრული ცდილობს.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია: თამარ სანიკიძე არ არის ის პიროვნება, რომ კომუნიკაციას გაურბოდეს
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს