ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ალექსანდრე ესიტაშვილს მოქალაქეზე ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდაც მოქალაქისგან 1000 ლარის აღების ფაქტს ედავება.

ალექსანდრე ესიტაშვილი კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამებაში გადააბრძანეს
შემდეგი სტატიაელისო კილაძის სკანდალური პოსტი-ვინ არის დავით ურთმელიძე