“ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება”- გიორგი მარგველაშვილი (Video)

„პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გადავაყენეთ და სახლში გამოვკეტეთ, მესამე კიდევ დევნილობაშია. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ერთდროულად ყველას პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგმული აქვს ნაბიჯები, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები, ვფიქრობ, რომ მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. რა თქმა უნდა ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება, მაგრამ ამას პოლიტიკოსებმაც, როგორც მმართველი ძალიდან ასევე ოპოზიციიდან, პრეზიდენტმაც, ხელისუფლებამაც უნდა მივცეთ ცივილური ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას არ მიაყენებს არც ქვეყანას და ის სამართლებრივი კითხვები, რომელიც არსებობს სააკაშვილთან მიმართებაში უპასუხებს ადეკვატურად.“- განაცხადა „ოდიშთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, მან ასევე ისაუბტრა პოლიტიკური ნიშნით დევნაზე და აღნიშნა, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც გარკვეული პრეტენზიის გამო იხდიან სასჯელს,არც ერთი მათგანი პოლიტიკური ნიშნით არ იხდის სასჯელს, მათ აქვთ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პრეტენზიები წაყენებული.თუ გამოჩნდება რამე სხვა, მაშინ ვილაპარაკთ ამაზე“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ,,ოდიშთან”‘ ინტერვიუში.

 

https://youtu.be/ZaA12WrSQRU

 

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი: ,,საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ზუგდიდს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი