ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია, სწორედ მან მიირო გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მოხსნაზე

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოსერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადებით, დღეს, პარტიის ფრაქცია არა პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს, არამედ ქვეყნის რეალურ მმართველს ბიზინა ივანიშვილს უნდა უსმენდეს.

“ქვეყნის რეალური მმართველი ბიზინა ივანიშვილია, სწორედ მან მიირო გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მოხსნაზე და იმდენად სწრაფად, რომ მიზეზების მოფიქრებაც არ აცალა. სწორედ მან მიირო გადაწყვეტილება თქვენს დანისვნაზე და ესეც იმდენად სწრაფად, რომ დაფიქრებაც არ გაცადათ.

თქვენ იყავით ეკონომიკის მინისტრი და სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა, ლარი გაუფასურდა, სიღარიბე გაიზარდა და აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ – იზიარებთ, თუ არა ივანიშვილის განცხადებას რომ მოსახლეობამ ბანკირები დაიქირაონ თუ განსხვავებული მიდგომა გაქვთ? აპირებთ თუ არა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას?”

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საარჩევნო დაპირებები იყო გადაჭარბებული
შემდეგი სტატია“თქვენი ხელისუფლების ერთი განცხადების მერე ადამიანებს ხოცავდნენ, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს”