ქვეყნის პრიორიტეტად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება დეოკუპაცია რჩება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება, დეოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება და ამ საკითხების გლობალური პოლიტიკის კონტექტსში წარმოჩენა.

„ამ მიზნის სამსახურში მყოფ ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, ზურგს უნდა უმაგრებდეს პარლამენტის, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრელი უმაღლესი ორგანოს მკვეთრი პოზიცია. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით აქტიურობისკენ და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ამ დისკუსიებში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე, ქუთაისში საგარეო გამოწვევებზე საუბრისას

banner
წინა სტატიაშიუნდა შეიქმნას მედიის დაცვის უფრო მყარი გარანტიები – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოდის