ქვეყნის მასშტაბით, საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის მიერ, საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით კონტროლის ღონისძიებები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა.

კონტროლის ღონისძიებისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 6,595 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 58 ფაქტი;

ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 64 შემთხვევა;

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 654 ფაქტი.

banner
წინა სტატიაშისირცხვილის კორიდირი რუსთავის მერიასთან – სტუდენტები მგზავრობის ფასის მატებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი პარიზში, „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის’ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას