ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება , ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ხალხისა და ქვეყნის წინაშე – ღვინიაშვილი

,,ვხედავთ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა, გაუფასურდა ლარი, პროდუქტებზე და მედიკამენტებზე იზრდება ფასები, შემცირდა სამუშაო ადგილები, ყოველდღიურად მატულობს სიღარიბე და გაჭირვება. სწორედ ასეთ პირობებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რაც შეიძლება მეტ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას’’
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის გიორგი ღვინიაშვილის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
,,მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლის განხორციელებასაც მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში ჰპირდება ჩვენს მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფგლებაში მოსვლისთანავე ქუთაისის აეროპორტი, პარლამენტის შენობა, ლაზიკა და სხვა პროექტები თავიდანვე შერაცხა არამიზნობრივ ხარჯად. ჩავთავლოთ, რომ ეს არის გუშინდელი დღე. კარგია, რომ გვიან, მაგრამ ხელისუფლება მიხვდა, რომ ეს პროექტები ქვეყანას ჰაერივით სჭირდებოდა. დღეს ქვეყნის ინფრასტრუუქტურაში სერიოზული ჩამორჩენაა, ზოგან საერთოდ შეჩერებულია და განადგურებულია. უამრავი პრობლემაა კახეთშიც. პრობლემებია ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე. აგარა-ზემო ოსიაური, სამტრედია-გრიგოლეთი, ზესტაფონი-ქუთაისი, სამტრედია, ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთებზე. გარდა რიკოთიოსა, წითელი ხიდიდან სარფამდე, პროექტები დასრულებული უნდა ყოფილიყო 2016 წლისთვის. ეხლა ჩვენ ვართ ქუთაისში და მე არაერთი ქუთაისელის გულისტკივილი მომისმენია ქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. ეს პროექტი დაიწყო 2009 წელს და 2012 წლისთვის დაახლოებით ქალაქის 20%-მა მიიღო 24 საათიანი წყალმომარაგება. დღესაც ვნახავთ ქუთაისში გადათხრილ გზებს, მაგრამ ვისაც არ უნდა ვკითხოთ, რაიმეს გაუმჯობესებას ამ კუთხით ვერ ხედავენ. ასეთივე მდგომარეობაა გურჯაანში, თელავში და საქართველოს უამრავ რაიონში. ხელისუფლება ამბობს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში 10 მილიარდი უნდა დაიხარჯოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ანუ საშუალოდ გამოდის, რომ წელიწადში უნდა დაიხარჯოს 2 მილიარდზე მეტი, თუმცა როგორ და სად არის ეს პროგრამა გაწერილი ვერავინ გაგვცა პასუხი. ქვეყნის ეკონომიკა რომ არ იზრდება ფაქტია და სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ხალხისა და ქვეყნის წინაშე,’’ – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი უმრავლესობას : ასეთი საარჩევნო სისტემა მუსოლინიმ შესთავაზა იტალიას
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: საწვავზე აქციზის გაზრდამ ხალხს ცხოვრება გაუძვირა