“ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი” – ხალხის ნება იქნა უგულებელყოფილი, პრეზიდენტს 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

კონსტიტუციის ახალი ვერსიით, პრეზიდენტს ავირჩევთ არა მოქალაქეები, არამედ ე.წ. 300 ხმოსანი- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

„დღეს, როდესაც საკონსტიტუციო კომისია ფაქტობრივად ყველა ოპოზიციურმა ძალამ დატოვა, ჩვენი კამპანია უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა თავის პოზიცია კიდევ უფრო ნათლად უნდა გამოთქვას, მიაწოდოს თავის შეხედულებები იმ პატივცემულ იურისტებს, კონსტიტუციონალისტებს, ვინც ქმნიან კონსტიტუციას. ჩვენ გვაქვს უკვე შესაძლებლობა გავეცნოთ მათ დაწერილ დოკუმენტს, აქამდე იყო ზოგადად მოსაზრებები, პოლიტიკური განცხადებები. ახლა ჩვენ ვხედავთ უკვე პირველ ვერსიას მომავალი კონსტიტუციის და მინდა, რამდენიმე ძირითად პუნქტს შევეხო ამ ახალი კონსტიტუციიდან. პირველი და სამწუხარო მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულებელყოფილი და არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს პრეზიდენტს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს ფაქტობრივად აღარ აქვს რეალურად ის მცირედი უფლებებიც, რაც 2013 წლიდან ჰქონდა.

„ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი. მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტურ თავდაცვით საქმიანობას და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობას. გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავარსარდალი და მის მოქმედებას ფაქტობრივად აღარ ექნება ეფექტურობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დაუტოვე ხალხს უფლება თვითონ აირჩიონ თავისი ქვეყნის პრეზიდენტი!” – შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიასამართალდარღვევის 221 ფაქტი და დაჯარიმებული 63 ორგანიზაცია-პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში