ქუვეითმა საქართველოდან პირუტყვის იმპორტი აკრძალა

ქუვეითმა საქართველოდან პირუტყვის იმპორტი აკრძალა. ქუვეითის სასოფლო სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აიკრძალა ყველა სახეობის პირუტყვის შეტანა საქართველოდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშს, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში აღინიშნება კატარული ცხელების (Bluetongue disease) ეპიდემია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში პირუტყვი დაბრუნდება უკან საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივლებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია “ნაციონალებს” ურჩევს, ჩამოყალიბდნენ, თბილისში გამართული საკომიტეტო სხდომები კონსტიტუციურია, თუ არა