ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა იწყება

სოციალური საცხოვრებლის მშენებლობისთვის კონკურსი დღეს გაიმართა. კონკურსში დაფიქსირდა ერთი პრეტენდენტი შ.პ.ს ,,სანო“, რომელმაც 2000კვ-ზე მეტი ფართი წარმოადგინა ნიკეას ქუჩაზე. შ.პ.ს ,,სანო“-მ გაიარა პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე მოხდება მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების დეტალური შეფასება.

სოციალური საცხოვრისის შენობა მერიას 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა ჩაბარდეს. საცხოვრისის მშენებლობის შემდეგ, სოციალური საცხოვრისით მოსარგებლე პირებს საზოგადოების სხვადასხვა სპექტრით დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი 14-15 ივლისს საქართველოში ჩამოვა
შემდეგი სტატიარომის პაპი 1 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს