ქუთაისში ქურდობაში ეჭვმიტანილი ბინაში, კარადის თავზე დამალული იპოვეს

ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ქურდობაში ეჭვმიტანილი კარადის თავზე დამალული იპოვეს. ის საცხოვრებელ სახლში ბინის სახურავიდან ჩავიდა. როგორც კუპრაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, ქურდი ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა.
“მეზობელმა რომ დაინახა, უკვე აივანზე ძვრებოდა, თავდაპირველად ეგონა, რომ გადმოხტომას აპირებდა, ამიტომ პატრულში დარეკა, პოლიციამ კი ის ბინაში, კარადის თავზე დამალული იპოვა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივმა ლონდა მანაგაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობისას, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიკაკო ბობოხიძე – კომპანია BitFury_ის შესახებ
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – ფრაქციის ფორმატში მინისტრების დაბარების მექანიზმის გაუქმება მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება