ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე ხანძარია

ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც თეატრალური საზოგადოების ოფისია განთავსებული.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურის ექვსი ეკიპაჟი, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 450 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოუყოფს
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული