ქუთაისში, პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, პურის საცხობში, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიაშემზარავი ფაქტი თბილისში-მამა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა