ქუთაისში მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – მშენებარე სასტუმროდან 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც, სიმაღლიდან ჩამოვარდა. გარდაცვლილის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ნამდვილად გულის შეტევა იქცა, თუ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – მაჩალიკაშვილის საქმეში ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ