ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მუშა გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.