ქუთაისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ცოტა ხნის წინ ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითად მოსიარულე ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მან სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი შემთხვევის დროს ოჯახის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიმესტიაში მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს