ქუთაისში მეათეკლასელმა გოგომ თავი ჩამოიხრჩო

Crime Scene

ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგო ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

შემთხვევა ორი დღის წინ ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეზობლების განცხადებით, შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილაშა დამენია: აუცილებელია თვითმმართველობები დარჩეს თუნდაც იმავე სახით როგორიც დღეს არის
შემდეგი სტატიადღეს თბილისში უნგრეთის პრემიერმინისტრი ჩამოდის