“ქუთაისში ლიფტისა და ცემენტის ქარხნები გაიხსნება”

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის თქმით, ქუთაისში უახლოეს მომავალში, წყლის, კანალაზაციისა და დასაქმების პრობლემა მოგვარდება.

ჭიჭინაძის თქმით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 86 მილიონი, საკანალიზაციო ქსელის მოსაწყობად კი ევროპოს განვითარების ბანკიდან 102 მილიონი ევროა გამოყოფილი.

გუბერნატორის განმარტებით, მიმდინარეოს ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკება, რომ ქუთაისში ლიფტებისა და ცემენტების ქარხნები გაიხსნას.

“ქუთაისში ახლა ძალიან დიდი პროექტები მიდის. წყლის პრობლემა ყოველთვის იყო და 86 მილიონი არის გამოყოფილი, რათა მოხდეეს პრობლემის მოგვარება ამ ქალაქში. ასევე ევროპოს განვითარების ბანკმა გამოყო 102 მილიონი ევრო კანალიზაციის სისტემის მოგვარებისათვის. ამ სამუშაოებზე, რა თქმა უნდა, ქუთაისელები არიან დასაქმებული. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში გაიხსნა თავისუფალ ინდუსტრიული ზონა – ე.წ ჰუალინგი, ახლა მიდის მოლაპარაკება ჩინეთთან, რომ ორი დიდი ქარხანა ჩამოტანონ ქუთაისში. ეს იქნება ლიფტების და ცემენტის ქარხანა. რაც შეეხება ავტოქახნასა – ერთი ნაწილი იყიდა ჩინურმა მხარემ, სადაც თავისუფალ ინდუსტრიული ზონა გაიხსნა, მეორე ნაწილი კი ქართულ მხარეს აქვს, სადაც არაფერი არ გაკეთებულა. იქ ქვის და ავერჯის ქარხნები,”- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ, “მე-2” არხის გადაცემა “ეპიცენტრში” საუბრისას.

banner
წინა სტატიაში,,ყველა სახელისუფლებო სტრუქტურასთან სამუშაო, კონსტრუქციული ურთიერთობა მექნება”
შემდეგი სტატიაფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს