ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრთან, სადაც აქციის მონაწილეები ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, მცირე ინციდენტი მოხდა

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრთან მცირე ინციდენტი მოხდა.

იპოთეკით დაზარალებულები, რომლებიც თეატრთან აქციას მართავდნენ, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თეატრის ეზოდან გამოსულ მანქანას წინ გადაუდგა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

ქალბატონის განმარტებით, ის ივანიშვილთან შეხვედრას დაუყოვნებლივ ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანას არ გაატარებდა. ინციდენტი რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოიფხვრა.

ამასთან, თეატრთან მცირე დაპირისპირებაც მოხდა. „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების განმარტებით, მათ უცნობი მამაკაცი დაუპირისპირდა, რომელიც მათ პროცოკაციაზე წამოგებას აპირებდა. „თავისუფალი ზონის“ წევრების თქმით, მამაკაცს არ აყვნენ და სიტუაცია განიმუხტა.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ თურქეთში ძლიერი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოიტანონ