ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილ აგურს 12 წლის გოგონა ემსხვერპლა

Crime Scene

ქუთაისში კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.არსებული ინფორმაციით, გოგონა სადარბაზოსთან მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ისინი შვილს გორგოლაჭებით სრიალს ასწავლიდნენ, როდესაც აგური გადმოვარდა და ბავშვს დაეცა.დაშავებული გოგონა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიეს იყო ინსპირირებულის სწორედ სუს-იდან და იყო შიდა დაპირისპირება სუს-სა და პოლიციას შორის
შემდეგი სტატიამაია ასათიანი სამსახურს დაუბრუნდა