ქუთაისში დღეს „მოწამეთობას“ აღნიშნავენ

მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

გადმოცემის თანახმად, მოწამეთას ტაძარი სწორედ იმ ადილზეა აგებული, სადაც არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. დღესასწაული, ტრადიციულად, 15 ოქტომბერს აღინიშნება.

მორწმუნეებს ტაძრისკენ გადაადგილება ქუთაისიდან მთელი დღის განმავლობაში ქალაქის მერიის მიერ გამოყოფილი უფასო ტრანსპორტით შეუძლიათ

banner
წინა სტატიაში„ღვინის ფესტივალი“, შესაძლოა, მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს
შემდეგი სტატიააზიური ფაროსანას არეალის დადგენის მიზნით, პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები დამონტაჟდა