ქუთაისში ბინის გაქურდვის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობისას, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაკურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი გაიხსნა