ქუთაისში, ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სამშენებლო კომპანიის მფლობელის შვილის მანქანაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ.

სამშენებლო კომპანია “ტობეს” მფლობელის შვილის ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება.

სამართალდამცავები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მანქანაში შესაძლოა, ასაფეთქებელი ნივთიერება იყოს დამონტაჟებული.

“ტობეს” მფლობელი განმარტავს, რომ მისმა შვილმა მანქანა ვულკანიზაციაში წაიყვანა, სადაც უთხრეს, რომ მანქანაში საეჭვო ნივთიერება შენიშნეს და მანქანისათვის ექსპერტიზის ჩატარება ურჩიეს.

შემთხვევის ადგილზე, კომპანია “ტობეს” ტერიტორიაზე სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში,,ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ პირადობა და ყველა სარგებელი, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აწვდის “
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება