ქუთაისში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ დაბალია

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 12, 2017 10:54

ქუთაისში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ დაბალია

ქუთაისში 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების მიმდინარეობა შეაფასეს. საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამ დროისთვის ხმის მისაცემად 2 969 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 2,6 პროცენტია. ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ეს მონაცემი ბევრად ნაკლებია პირველ ტურთან შედარებით, თითქმის 4000-მდე ამომრჩევლით ჩამორჩება წინა ტურს. ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ამ დროისთვის საოლქო კომისიაში სულ ორი საჩივარია შემოსული.

ქუთაისში საარჩევნო უბნები მშვიდ ვითარებაში გაიხსნა. მეორე ტურში ქუთაისელები არჩევანს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიას და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გააკეთებენ.

დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 12, 2017 10:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics