ქუთაისში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისში 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საფიჩხიის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისირიაში დეესკალაციის ზონებზე შეთანხმებას ვაშინგტონი ეხმაურება
შემდეგი სტატიადაპირისპირება ოზურგეთში – დაშავებული ორი პოლიციელი და სამი დაკავებული პირი