ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 7 თვის ფეხმძიმე ქალია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებში მსხდომი პირებიდან ყველა გარდაიცვალა, რადგან შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ტრაილერმა გადაუარა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში168 აბი “სუბოქსინი” – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაძლიერმა ქარმა სოფელ ვეჯინში ეკლესია დააზიანა