ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება, – პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების – სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს.
ცერემონია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე გაიმართება.
ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18:00 საათზე ასევე გახსნის იმერეთის რეგიონში პირველ ბრენდირებულ სასტუმროს – Best Western Kutaisi, რომელიც „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელისა“ „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორობით აშენდა. 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს; აქვს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.

banner
წინა სტატიაშიჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებით, დომენი rustavi2.com რეგისტრაციის დღიდან მათ ეკუთვნით
შემდეგი სტატია“რუსთავი 2” არხის ვებგვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს