ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსების შერჩევა მიმდინარეობს

ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსების შერჩევა მიმდინარეობს. მერიის მიერ კონკურსი ხუთი სამსახურის უფროსის პოზიციაზე იყო გამოცხადებული.
კონკურსი გამოცხადდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის, საფინანსო სამსახურის უფროსის და საბინაოს სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობებზე.
მერიის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს განყოფილების ხელმძღვანელების და სპეციალისტების შერჩევა.
გასაუბრებას ქალაქის მერი, მერიის იურისტი და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების წარმომადგენელი ესწრებიან.
პროცესი დახურულია და ამ დროისათვის ცნობილი არ არის, თუ რომელი ვაკანტურ თანამდებობებზე რამდენი განაცხადი შევიდა და რამდენმა შეძლო გასაუბრების ეტაპზე გადასვლა.

banner
წინა სტატიაში19 წლის დავით ტორიაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია,,მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს პირთა ფართო წრე შეესწრო, არც ერთმა მათგანმა არ შეატყობინა სამართალდამცველებს”