ქუთაისის მერიაში საახალწლოდ პრემიის სახით 54 937 ლარი გაიცა

ქუთაისის მერიაში საახალწლოდ პრემიის სახით 54 937 ლარი გაიცა. მერიის მოწოდებული ინფორმაციით, საახალწლოდ პრემია 293-მა თანამშრომელმა მიიღო. თითეულს 187,5 ლარი დაერიცხა. პრემია არ მიუღიათ მერს, მერის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს.

გარდა საახალწლო პრემიისა, 11 თვის განმავლობაში მერიაში პრემიის სახით გაცემულია 32 850 ლარი, რაც შეეხება დანამატს, მერიაში 265 564,34 ლარი არის გამოყოფილი.

წლის განმავლობაში პრემია-დანამატი არ მიუღია ყოფილ მერს შოთა მურღულიას. მერის მოადგილეს ნოდარ მიქიაშვილს 2100 ლარის პრემია და 16540 ლარის დანამატი აქვს აღებული.

მერის მეორე მოადგილეს კონსტანტინე ქავთარაძეს 2050 ლარის პრემია და 16300 დანამატი.

პრემიის სახით წლის 1 700-1700 ლარი აქვთ მიღებული სამსახურების ყოფილ უფროსებს. ასევე მათ სხვადასხვა ოდენობის დანამატი აქვთ მიღებული.
ჯამში მერიაში 2017 წელს პრემია-დანამატის სახით 353 351 ლარი გაიცა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი გადაიდო
შემდეგი სტატიასკანდალი: სახელმწიფო ობიექტი კერძო პირის ტერიტორიაზე ააშენეს