ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა შიმშილობს

ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა შიმშილობს.

ეკატერინე ხუბუნაია ამტკიცებს, რომ მისი შვილი, 24 წლის დავით ნანავა, რომელიც 4 წლის წინ ყაჩაღობის მუხლით დააკავეს, ციხეში შეუსაბამო და მძიმე პირობებში იმყოფება. ამაში კი პატიმრის დედა ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.

მისივე მტკიცებით, ბრალდებულს ექიმის მეთვალყურეობაც სჭირდება. მოშიმშილე ქალბატონს შეხვდა ციხის უფროსი – თუმცა ხუბუნაიას მტკიცებით, მისგან არანაირი პირობა არ მიუღია.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პატიმრის დედა შიმშილობის გაგრძელებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ შსს-მ ახალი ბრალდებული დააკავოს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს იწურება