ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამზადისი უკვე დაიწყო.
28 მარტს საქართველოს პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან, წარმატებულ სტუდენტებთან, დევნილ ბავშვებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ევროპის მიმართულებით სწორედ ქუთაისიდან გაემგზავრება.
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ეწყობა სპეციალური დეკორაციები,მგზავრებს ელოდებათ სოირპრიზები.
მგზავრთა ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით იგეგმება ტერმინალის გაფართოებაც.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 28 მარტს ფრენები ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკას და ვარშავას მიმართულებით განხორციელდება.