ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება, – შესაბამის საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით უკვე არსებულ 4 რეისს, დაემატება 7 რეისი.
მისივე თქმით, ეს იძლევა ძალიან შეღავათიან ფასად ევროპის მიმართულებით მგზავრობის საშუალებას.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წელს მიიღებს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას.
„ჩვენ დღეს გამოგვაქვს ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურებისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,4 წლის განმავლობაში საქართველოში ფაქტობრივად მოხდება C ჰეპატიტის დაავადების აღმოფხვრა”
შემდეგი სტატიამთავრობა ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის განხორციელების გამარტივებული შესყიდვის წესით დამტკიცების საკითხს განიხილავს