ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ იანვრის ბოლოს დამტკიცდება

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დამტკიცდება. მერია ბიუჯეტის მესამე ვერსიაზე მუშაობს და ცვლილებები შეაქვს. გასულ წელს მერიამ საკრებულოდან ბიუჯეტი ორჯერ გამოითხოვა. პირველ ჯერზე მერმა გიორგი ჭიღვარიამ საკრებულოდან წინამორბედის მიერ შემუშავებული პროექტის დაბრუნება მოითხოვა, მეორედ კი თავისივე პროექტში გადაწყვიტა ცვლილებების შეტანა.
როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება ის პროექტები, რომელთა შესრულებასაც მერი მოსახლეობას საარჩევნოდ დაპირდა. მათივე ინფორმაციით, გაიზარდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტი, რაც წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდა.
მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის ახლებურ ვერსიას საკრებულოს 20 იანვარის შემდეგ გადაუგზავნიან. საკრებულო კი მას იანვრის ბოლომდე დაამტკიცებს.
ბიუჯეტის პროექტი თავდაპირველად 52 500 000 ლარი იყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაგერმანულ კლინიკაში მაჩალიკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, ოჯახის ბრალდებებს, ჯანდაცვის სამინისტრო პასუხობს