ქუთაისი- სვანეთის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავის ჩამოსვლის გამო მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისათვის, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მიმოსვლა უახლოეს პერიოდში აღდგეს.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურში საარჩევნო ინვენტარი დაიწვა
შემდეგი სტატიათსუ-ში აკადემიურ საბჭოს სხდომას იურისტები ჩაშლიან!