ქუთაისელები ხეების ჭრას აპროტესტებენ

ქუთაისელები რუსთაველის გამზირზე მშენებლობის გამო ხეების ჭრას აპროტესტებენ. მათი თქმით, მრავალსართულიან შენობას რამდენიმე ხე უკვე შეეწირა, მათ შორის – ნახევარსაუკუნოვანი ნაძვი. ადგილობრივები ამბობენ, რომ სკვერის გაჩეხვით ჰაერი კიდევ უფრო დაბინძურდება და ბავშვებს გასართობი ზონა აღარ დარჩებათ.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ალფა+” აწარმოებს.

ქუთაისის მერიის განმარტებით, ხეების ჭრაზე თანხმობა არ გაცემულა და კომპანია “ალფა+”-ს სახელზე საჯარიმო ოქმია შედგენილი.

banner
წინა სტატიაში“ჩემთვის პატივია, რომ თქვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს”- აშშ-ის თავდაცვის მდივნის წერილი იზორიას
შემდეგი სტატიაპრემიერი იორდანიაში „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის“ გახსნას დაესწრო