ქურთისტანის რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის მომხრეები ლიდერობენ

ქურთისტანის “დამოუკიდებლობის შესახებ რეფენენდუმის” წინასწარი შედეგების მიხედვით, ქურთების უმრავლესობა მხარს ქურთისტანის დამოუკიებლობას უჭერს მხარს. ჯერ დათვლილია ბიულეტენების 10%, რომლის მიხედვით რეფერენდუმზე დადებითი პასუხი გასცა 93%. ამის შესახებ იუწყება ტელერადიოკომპანია “რუდაუ”, რომლის ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
საბოლოო შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი .  რეფერენდუმზე ამომრჩეველთა რაოდენობამ 78,5% შეადგინა.

გასულ ღამით ერბილში (ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი) საზეიმო მსვლელობა გაიმართა, ხალხი ქუჩში გამოვიდა და რეფერენდუმის ჩატარებას ზეიმობდა.
შეგახსენებთ, გასულ ორშაბათს ერაყის ქურთისტანში “დამოუკიდებლობის შესახებ რეფენენდუმი” გაიმართა. ერაყის ქურთისტანი (მოსახლეობა 5,5 მლნ) სარგებლობს ავტონომიის ფართო უფლებებით, თუმცა ქვეყნიდან ამ რეგიონის გამოყოფის მომხრეების პოზიცია ყოველთვის ძლიერი იყო. რეფერენდუმის ჩატარება დაგმეს აშშ–ს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის და ირანის მთავრობებმა

banner
წინა სტატიაშიაშშ “ერთიანი ერაყის მომხრეა”
შემდეგი სტატიარუსი ტურისტების ჩხუბი ანტალიის სასტუმროში (+ვიდეო)